კლინიკა ’’ნევროლოგში“ 2022 წლის აპრილიდან ფუნქციონირებს პალიატიური მედიცინის დეპარტამენტი. პალიატიური მზრუნველობა ეს არის სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურეობა, რომელიც უზრუნველყოფს ქრონიკული, უკურნებელი დაავადების მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც გულისხმობს: ტკივილისა და სხვა შემაწუხებელი სიმპტომების მართვასა და მკურნალობას; ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის რელიგიური, სოციალური და კულტურული ასპექტების გათვალისწინებით მათ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და ასევე, მათი ოჯახის წევრების თანადგომას. ჩვენს კლინიკაში პალიატიური მზრუნველობის პროგრამას ახორციელებს მაღალპროფესიულ ექიმთა გუნდი: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნ. გეგეშიძე; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ე. აბზიანიძე სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი მ. შავდია. პაციენტის სპეციალიზებულ მოვლა/მზრუნველობას უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური ექთნებით დაკომპლექტებული გუნდი. კლინიკა ჩართულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, რაც საშუალებას იძლევა, ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.