ჩვენი სერვისები

პალიატიური მედიცინის დეპარტამენტი


                 კლინიკა ’’ნევროლოგში“ 2022 წლის აპრილიდან ფუნქციონირებს პალიატიური მედიცინის დეპარტამენტი. პალიატიური მზრუნველობა ეს არის სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურეობა, რომელიც უზრუნველყოფს ქრონიკული, უკურნებელი დაავადების მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც გულისხმობს: ტკივილისა და სხვა შემაწუხებელი სიმპტომების მართვასა და მკურნალობას; ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის რელიგიური, სოციალური და კულტურული ასპექტების გათვალისწინებით მათ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და  ასევე, მათი ოჯახის წევრების თანადგომას.

                  ჩვენს კლინიკაში პალიატიური მზრუნველობის პროგრამას ახორციელებს მაღალპროფესიულ ექიმთა გუნდი:

                   მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნ. გეგეშიძე;

                    მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ე. აბზიანიძე

                     სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, პროფესორი მ. შავდია.

პაციენტის სპეციალიზებულ მოვლა/მზრუნველობას უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური ექთნებით დაკომპლექტებული გუნდი.

                    კლინიკა ჩართულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, რაც საშუალებას იძლევა, ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.