გადაუდებელი ნევროლოგიური კლინიკა
LOGO
(0322)77-02-92
[javascript protected email address]










our doctors
21.10.2015
ჩვენი კლინიკა ნოტინგემის უნივერსიტეტის პერიოდულ გამოცემაში...
22.07.2014
საერთაშორისო მულტიცენტრული კვლევები, რომლებშიც მონაწილეობს შპს "გადაუდებელი ნევროლოგიის...
განყოფილებაში ტარდება: 
• თავის ტვინის სტრუქტურული კვლევა, მათ შორის სუბლიმეტრული ჭრილებით, რაც მკვეთრად ზრდის ნებისმიერი წვრილკეროვანი დაზიანების ალბათობას.
• თავის ტვინისა და კისრის მაგისტრალური სისხლძარღვების მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია – აღნიშნული მეთოდი ჩვეული რენტგენოკონტრასტული გამოკვლევის არაინვაზიური ალტერნატივაა.
• თავის ტვინის ფუნქციური გამოკვლევები უმაღლესი ნერვული ფუნქციების შესწავლა, ქერქული ცენტრების ლოკალიზაცია; მეტყველების, მოძრაობის მხედველობის, მეხსიერების შესწავლა. აღნიშნული მეთოდები გვეხმარება როგორც ავადმყოფების პრექირურგიულ გამოკვლევაში, რათა თავიდან იქნას აცილებული ოპერაციული ჩარევის შედეგად ამა თუ იმ მნიშვნელოვანი კერული უბნის დაზიანება, ასევე აღნიშნული კვლევით შესაძლებელი კოგნიტური ფუნქციების დარღვევების ადრეული დიაგნოსტირება.
• თავის ტვინის თეთრი ნივთიერების ტრაქტოგრაფია – თეთრი ნივთიერების ბოჭკოების მთლიანობის, მიმართულებისა და კავშირების შესწავლა. პათოლოგიური კერების ურთიერთობის დადგენა ფუნქციურად მნიშვნელოვან ტრაქტებთან.
• დაავადების გამოსავლის პროგნოზირება თეთრი ნივთიერების დაზიანების ხარისხის შესწავლის საფუძველზე, თავის ტვინის პერფუზიული და დიფუზიური კვლევა, იშემიური დაზიანების გამოვლენა უმწვავეს სტადიაში, სიმსივნური წარმონაქმნების ხასიათის დიფერენცირება.
• ფუნდამენტური კვლევები ნეირომეცნიერების დარგში–მეხსიერების ფუნქციური კვლევა, თავის ტვინის ტრაქტოგრაფიული კვლევები.
• მუცლის ღრუს ორგანოების: ღვიძლის, ელენთის, პანკრეასის, თირკმელზედა ჯირკვლის და თირკმელების კვლევა,სანაღვლე გზების უკონტრასტო მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია,თირკმლის დინამიური კვლევა და მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია.
• მცირე მენჯის ორგანოთა დაავადებების მაგნიტურ-რეზონანსული დიაგნოსტიკა.
• საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის სტრუქტურული და ფუნქციური დარღვევების მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.
• პედიატრიული პაციენტების მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.

Copyright ©2014 saitis saxelii, All Rights Reserved
Created by ONLINEINFO.GE